top of page

პროექტირების ეტაპები

GB DESIGN GROUP

GOGA BATUMELI

I ეტაპი

ჩვენი კომპანია სპეციალიზირებულია ელიტური დიზაინის პროექტების განხორციელებაში არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის სრული ციკლით ჩვენს კორპორატიულ სტილში.

პროექტში ყოველი გადაწყვეტილება არის თქვენი საჭიროებებისა და სურვილების ღრმა ანალიზის შედეგი, რათა საბოლოოდ მიიღოთ პროფესიონალურად შექმნილი საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემო, რომელიც აკმაყოფილებს კომფორტის უმაღლეს სტანდარტებს.

არქიტექტურულ - გეგმარებითი კონცეფცია
(ესკიზური პროექტი)

ამ ეტაპის მთავარი მიზანია - წინა ეტაპზე კითხვარის გამოყენებით გამოვლენილი ყველა თქვენი სურვილის შეთავსება სამშენებლო ნაკვეთის მონაცემებთან: ნაკვეთის პარამეტრები, ფართობი, რელიეფის თავისებურებები, ორიენტაცია სინათლისა და მზის შუქის გავრცელების მიხედვით და ა.შ. და რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ მომავალი სახლის მოცულობითი მოდელი განსაზრვრული ფართობით, ტექნიკური მახასიათებლებითა და ვიზუალური კომპონენტის ერთობლიობით.

სამუშაოს ალგორითმი:

I ეტაპის შედეგები

ამრიგად, თქვენ გაქვთ არა მხოლოდ კარგად განვითარებული იდეა - ესკიზური პროექტი, რომელიც შეიძლება შემდგომ განვითარდეს სამშენებლო პროექტად, არამედ ასეთი არქიტექტურის სავარაუდო ღირებულება.

ეტაპი 2

არქიტექტურული და კონსტრუქციული გადაწყვეტა
(სამშენებლო პროექტი)

ეტაპის ძირითადი მიზანი -- მკაფიო განმარტებებისა და ინსტრუქციის მიცემა თუ როგორ განხორციელდეს იდეა (ესკიზური პროექტი) რეალურად. სამშენებლო პროექტი შედგება ორი დიდი ნაწილისაგან, რომელიც სრულდება ორი სხვადასხვა სპეციალისტის მიერ: კონსტრუქციული გადაწყვეტა და არქიტექტურული დავალება.

ძირითადი ნაწილები:

3 ეტაპი

საინჟინრო ქსელები

ამ ეტაპის მიზანია მკაფიო და გასაგები იყოს თუ რა საინჟინრო სისტემებსა და ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ სახლში. ჩვენ გირჩევთ საინჟინრო ქსელების ნაწილის ჩვენთან გაკეთებას, ისევე, როგორც სამშენებლო პროექტისას - სრულად დასრულებულ რემონტამდე. რადგან ჩვენ საწყისი ეტაპიდანვე დაგეხმარებით იმის გარკვევაში, თუ როგორი ტექნოლოგიების გამოყენება შეიძლება, რომ სახლის აშენებისას საჭირო და გამოყენებული ყველა სისტემა განიხილებოდეს კომპლექსურად და არა სათითაოდ ყველა დარგის სპეციალისტთან კომუნიკაციის საშუალებით.

 

​​ეს განყოფილება შედგება 5 მოცულობითი კომპონენტისაგან:

  • გათბობა;

  • ვენტილაცია;

  • წყალმომარაგება;

  • კანალიზაცია;

  • ელექტროობა.

საინჟინრო პროექტის შემადგენლობა:

მესამე ეტაპის შედეგები

საბოლოო ჯამში, თქვენ მიიღებთ თქვენი სახლის ყველა საინჟინრო პროექტის სრულ კომპლექტს ერთიან სისტემაში (გარდა ელექტრული სამუშაოებისა, რომელიც შემუშავებულია ეტაპობრივად ინტერიერის დიზაინის პროექტის პარალელურად).

საინჟინრო პროექტი, ისევე როგორც სამშენებლო პროექტი, საშუალებას გაძლევთ შეამციროთ მთლიანი სამშენებლო ხარჯები. რადგან ჩვენ წინასწარ განვსაზღვრავთ და ვიანგარიშებთ ყველა ჩვენს გადაწყვეტილებას და ვახდენთ მათი განხორციელების პროცესს დროისა და მატერიალური ხარჯების კუთხით.

bottom of page